03:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 10:30:22, 482 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი: EU-ის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარების სურვილი ალკოჰლიკის დახმარებას ჰგავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარყო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების თაობაზე.

მან განაცხადა, რომ მიიღო წერილი ფონ დერ ლაიენისგან, რომელშიც ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ უკრაინას საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში.

"ეს გამაოგნებელია. იმ დროს, როდესაც ნათელი გახდა, რომ სამხედრო მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის მოთხოვნის ან გადახდების შეჩერების ნაცვლად, კომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ კიდევ უფრო მეტი გავგზავნოთ. ეს ყველაფერი ცოტათი ჰგავს იმას, რომ ალკოჰოლიკს დაეხმარო და არაყის კიდევ ერთი ყუთი გაუგზავნო. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს", - წერს ორბანი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს უკრაინას 71 მილიარდ ევროზე მეტი გარე დაფინანსება დასჭირდება, საიდანაც 51 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics