|
2025-11-14 20:06:25, 1048 ნახვა
სამართალი
სუს-მა ხაბეიშვილს მისთვის დაწესებული შეზღუდვები 2 თვით გაუგრძელა
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, ხაბეიშვილს სუს-მა მისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივა. "სუს-მა ლევან ხაბეიშვილს 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს. სასამართლო 9 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, სადაც ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი უნდა განგვეხილა - სუს-ს შეეძლო, აღნიშნული შეზღუდვები მხოლოდ 9 დეკემბრამდე გაეგრძელებინა, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა არ შეეცვალოს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს. დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ მისი მართალი სიტყვის ეშინიათ. სუს-ი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს - მამას არასრულწლოვანი შვილების ნახვისა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს". - წერს Facebook-ზე ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი. ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ციხეში პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა. სუს-მა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ხაბეიშვილს ორი ბრალდება წარუდგინა - უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)