|
2025-11-12 14:16:36, 676 ნახვა
პოლიტიკა
EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. 7 ოქტომბერს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმს მხარი ევროპარლამენტშიც დაუჭირეს. მექანიზმის გამარტივებას - 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა. გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი. მანამდე, 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:
ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეები ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით მოგზაურობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)