17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 23:04:49, 1315 ნახვა

სამართალი
პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც პაატა ბურჭულაძესთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შესული.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [შესული]. როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა.

ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად. თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად, არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, თუმცა მადლობა თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა. მოვასწარი მოსვლა, სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics