23:28 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 09:58:39, 1365 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინელები გვასწავლიან, როგორ ვებრძოლოთ რუსულ დრონებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ უკრაინელები ასწავლიან და არა პირიქით.

მისი თქმით, პოლონური ჯგუფები, რომლებიც დრონების წინააღმდეგ იბრძვიან, ტრენინგს უკრაინელ ოპერატორებთან გაივლიან, რათა მომავალი თავდასხმებისგან თავი დაიცვან.

„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ღრმა გამოცდილება აქვთ. საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, — აღნიშნა სიკორსკიმ.

მინისტრის განმარტებით, ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics