06:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 20:31:15, 934 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ შავთელის ქუჩაზე ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, 25 ივნისს, შავთელის ქუჩაზე მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, თბილისში, შავთელის ქუჩა №13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ პირს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცავებმა სამივე პირი იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics