|
2025-04-21 08:18:44, 909 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის საგარეო მინისტრი რუსეთის სააღდგომო ზავზე - ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, - აღნიშნა ლიპავსკიმ. მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა. „ამიტომ, ამგვარად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, - აღნიშნა ლიპავსკიმ. მისი თქმით, რუსეთს რომ ომი არ სურდეს, არასდროს დაიწყებდა მას. „ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)