19:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 10:11:19, 625 ნახვა

სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  წელს საწყისი საბრძოლო მომზადება გაუმჯობესებული პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები. რეკრუტებს შორის არიან პანკისის ხეობიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი ახალგაზრდებიც. 

12:00 საათზე რეკრუტები საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადაინაცვლებენ, სადაც მათ 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადების გავლა მოუწევთ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც ჩაუტარდებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics