13:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 15:41:44, 1261 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები

4 თებერვალს, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა.

"მტერმა იზიუმზე იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს". – წერს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი.

ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაღუპული 4 და დაშავებულია 24 ადამიანი.

სინეგუბოვის თქმით, ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს. 

დაზიანებულია რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი.

"ამ ადგილას არანაირი სამხედრო მნიშვნელობის ობიექტი არ არის. 4 ადამიანი დაიღუპა, 20 – დაიჭრა, 5 მათგანი გადაყვანილი საავადმყოფოში. ინფორმაცია განახლებადია". – თქვა სინეგუბოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics