22:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 14:34:51, 495 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეის სპეცსამსახურები - ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად, რუსეთში 3 000 სამხედრო გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად, რუსეთში 3 000 სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ეს რიცხვი სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის გასული კვირის მონაცემებს  ორჯერ აღემატება. 

გასულ პარასკევს უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გემით 1 500-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.

როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებმა მედიას განუცხადეს, ფხენიანი რუსეთს სულ 10 000 სამხედროს გაგზავნას დაჰპირდა და მათი გაგზავნა დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად გაგზავნას მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის მტკიცებულებებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics