19:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 15:05:45, 499 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პროექტის - „უმაღლესი განათლება, კვლევა და ბიზნესი - დასაქმებისა და განვითარებისთვის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, უმაღლესი განათლების,  კვლევისა და ბიზნესის ეფექტური ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს  უნივერსიტეტებში კვალიფიციური განათლების მიღებას, კვლევითი საქმიანობის წახალისებას და ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობას.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ბიზნესკომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით კვლევით საქმიანობას განახორციელებენ.   

 დღესვე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics