17:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:42:08, 752 ნახვა

ეკონომიკა
დავით შავლიაშვილი აზიის განვითრების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაცია ესტუმრა.

 უწყების  ინფორმაციით, დელეგაციის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარეს ვაჟა ფანჩულიძეს და უწყების სხვა ხელმძვანელ პირებს შეხვდნენ.
 სტუმრები იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტრო ქვეყანაში მათი ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
 შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულია ვტომაგისტრალის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ,  სტუმრებმა ქართული მხარის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კუთხით გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics