22:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 14:04:37, 786 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტიდან 8 ახალგაზრდა ძიუდოისტი გერმანიაში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

კასპის მუნიციპალიტეტის 8 ახალგაზრდა წარმატებული ძიუდოისტი გერმანიის ქალაქ ბრემენში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ძიუდოისტებს გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი შეხვდნენ.

"ახალგაზრდები ბრემენის ტურნირში ქალაქის ძიუდოს კლუბის პრეზიდენტის სპეციალური მიწვევით მიემგზავრებიან, რომელშიც 20 ქვეყნის 800 მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას.

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა ახალგაზრდებს და  მწვრთნელს იოსებ მამულაშვილს ტურნირში წარმატებები უსურვეს და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაში მხარდაჭერაც აღუთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics