16:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 12:22:30, 1035 ნახვა

რეგიონი
ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს

ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ. 

"ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძემ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. კლუბის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics