13:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 22:13:25, 1554 ნახვა

რეგიონი
2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრისი 78-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 8 ეკომიგრანმტა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა.

"მომდევნო წლიდან კი იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 35%-ით, ჯამში გამოიყოფა 5 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისს მოქალაქე თავად იძიებს, წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, გაივლის ექსპერტიზას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics