05:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 15:37:24, 1074 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ბათუმში გამართულ კონფერენციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ დაესწრო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ქალაქ ბათუმში გამართულ კონფერენციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, კონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე, რითაც თავის მხრივ ხელი შეეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

„ღონისძიება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს) ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 70-მდე მოწვეულმა სტუმარმა კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics