11:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 14:48:56, 1968 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - რაც უფრო ღრმად და გრძლად გაწელავს ზამბარას ივანიშვილი, უფრო მძიმედ მოხვდება ცხვირში

თუ წაიკითხავთ, რატომ დაასანქცირეს, გეგონებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებას კითხულობთ, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის სიგნალი, რომ ძალიან ახლოს არის სანქცირებასთან.

"პლახოტნიუკის განმარტებას თუ წაიკითხავთ, რატომ დაასანქცირეს, გეგონებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებას კითხულობთ - "რუსეთის ინტერესების გამტარებელი, სასამართლოზე ახდენდა ზეწოლას, კორუფციაში ჩაფლული"  - აბსოლუტურად ერთი-ერთში ემთხვევა.

ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის სიგნალი, რომ ძალიან ახლოს არის  სანქცირებასთან ისევე, როგორც მისი ოჯახის დასანქცირება მოხდა. მნიშვნელოვანია, ვინმე გონიერმა ადამიანმა ურჩიოს, რომ უბრალოდ მოეშვას ზამბარაზე ჩაჭიდებას, იმიტომ რომ, რაც უფრო ღრმად და გრძლად გაწელავს ზამბარას, კიდევ უფრო მძიმედ მოხვდება ცხვირში",- ამბობს ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველი რუსეთის გავლენის სუბიექტები და ოლიგარქები, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი დაასანქცირა. სანქციები, ჯამში, 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს შეეხო.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, 20 ოქტომბერს, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი, ასევე ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე მოხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics