23:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 15:00:27, 2534 ნახვა

კომენტარი
ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება კიევის ღირსების საკითხია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე, ლიზა იასკო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნება, კიევის ღირსების საკითხია.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ლიზა იასკო აღნიშნავს, რომ უკრაინა განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების ვარიანტებს, თუმცა, მისივე თქმით, ბევრი ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.  

„ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ ხაზზე პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის ელჩთან. მთლიანობაში, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე დააბრუნონ კიევში, მაგრამ ბევრია დამოკიდებული ქართულ მხარეზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ის ძალისხმევა, რომელსაც ოფიციალური კიევი იყენებს მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად, იასკო აცხადებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება - ქვეყნის ღირსების საკითხია.

„მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო სიმართლის მხარეს. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დიდად დაინტერესებულნი იმაში, რომ ის იყოს პოლიტიკურად აქტიური. მაგრამ მისი დაბრუნება - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი. იმ განცხადებებში, რომლებსაც აკეთებდა თავიდანვე ზელენსკი, აღნიშნულია, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშილს არ დატოვებს საქართველოში“, - აღნიშნავს ლიზა იასკო

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც საქართველოში, ბათუმში იყო გადაღებული. იმავე საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი, დააკავეს.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ლიზა იასკო ერთობლივ ოჯახზე საუბრობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics