03:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 21:14:27, 982 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - თუ ოპოზიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება გარდაუვალია

„თუ ოპოზიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება გარდაუვალია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 43% მიუღწეველია.

„ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით, ეს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. როგორც გლდანში ვიყავი დარწმუნებული, სადაც კენჭს ვიყრიდი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე, ასე იქნება ახლაც.

სასურველს რეალობად არ ვასაღებდი, მქონდა ემპირიული ინფორმაცია, გამოცდილება მიღებული, ვიცოდი, რომ თუკი ოპოზიცია იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც იყო.

იგივე განცდა, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა მაქვს და ვიცი, რა არის გასაკეთებელი. ეს იცის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.

„ქართული ოცნება“ დამარცხდება. 43% არის მიუღწეველი „ქართული ოცნებისთვის“, თუ ოპოზიციამ არ დაიძინა, ოპოზიციამ უარი არ თქვა ბრძოლაზე, შეუძლებელია მიიღოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics