03:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 23:21:05, 534 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ურეკში ხანძარი მოხდა გუშინ, ზუსტად 12 წუთში ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობდა, არასწორია რომ წყალი არ ჰქონდათ

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ურეკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, გუშინ ინციდენტი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოხდა, როდესაც ნასვამმა მოქალაქემ მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქალბატონო ანა, რაც ახსენეთ თქვენ, რომ ხანძარი მოხდა, ეს მოხდა გუშინ ურეკში, ზუსტად 12 წუთში ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო მანქანა, და არა ის, რომ მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ.

უკვე ჩამქრალი იყო ხანძარი, მივიდა ნასვამი მოქალაქე, აყენებდა შეურაცხყოფას მეხანძრე-მაშველებს და მოხდა მისი დაკავება. გადაიყვანეს განყოფილებაში, მას შემდეგ მივიდნენ მისი მეზობლები, ზოგი ნასვამი იყო, ზოგი ფხიზელი, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. არა ის, რომ ხანძარზე მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ, ეს არის ფაქტი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატები მთავრობას კითხვებით მიმართავენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics