|
2021-06-15 13:46:06, 865 ნახვა
სამხედრო
დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები. უწყების ცნობით, ლევან გიორგობიანმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებაში წარმატების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბიურო ჩართულია არაერთ საერთაშორისო აქტივობაში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცულობა ეფექტიანად ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)