22:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 17:51:53, 888 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე გახარიაზე - ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და ეს არის „ნაცური“ ნარატივი

„ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და ეს არის „ნაცური“ ნარატივი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტული ბრალდებები.

„როცა ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს, ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში, 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგში და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, როცა ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით დაბრუნდა პოლიტიკაში.

ეს არის „ნაცური“ ნარატივი, რადგან ადამიანი, რომლის სახელითაც სპეკულირებენ თავისუფლად შეიძლება გამოვიდეს და ასეც გააკეთა მან და თქვა, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში, მან დააფიქსირა თავის პოზიცია. ჩვენ ანალოგიურად ვფიქრობთ, რომ თავის დროზე ადამიანს, რომელსაც ეჭირა პრემიერის პოზიცია და იყო ძალიან კრიტიკული მომენტი მისი გუნდისთვის, მისი ქმედება შეფასებული იქნა როგორც ღალატი.

მის თანაგუნდელებს ასევე ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება, ამას თუ გაითვალისწინებენ მეორედ პროკურატურაში აღარ გაიქცევიან და ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც არის სწორი, არ მოუწევთ განცხადებების წერა“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics