22:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 23:54:56, 513 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი მთავრობას - ნუ შეიყვანთ ამ ვითარებას ჩიხში, იმოქმედეთ ადეკვატურად, ჯებირები უკანონოდ არის აღმართული

„ნუ შეიყვანთ ამ ვითარებას ჩიხში, იმოქმედეთ ადეკვატურად, ჯებირები უკანონოდ არის აღმართული“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება გონს უნდა მოვიდეს.

„მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება.

ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს უტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს.

ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics