11:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:48:51, 5353 ნახვა

სამხედრო
აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბარა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირად შემადგენლობას სიტყვით მულტინაციონალური სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ რაოცლომ მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics