12:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 10:47:33, 854 ნახვა

სხვადასხვა
ნაბადაში 700 მეტრიანი არხების ამოწმენდა მიმდინარეობს

ნაბადაში 700 მეტრიანი არხების ამოწმენდა მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის  გამგეობიდან აცნობეს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის სამსახურის ორგანიზებით ,შპს "ტოტალი" ნაბადის უბანში სანიღვრე არხების ამოწმენდასა და რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს ,რათა ხშირი ნალექების შედეგად თავიდან იქნეს აცილებული დატბორვის ფაქტები.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ,ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის ამოწმენდა მექანიზაციის საშუალებით მიმდინარეობს , არხის სიგრძე 700 მეტრია ,ამავე სიგრძისაა არხი ხობის ქუჩაზე , სადაც პარალელურად ,იგივე სამუშაო სრულდება. სანიაღვრე კომუნიკაციები იწმინდება ასევე ჭყონდიდელისა და იმერეთის ქუჩებზე.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ყურუამ.

 ქალაქში სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარი კომუნიკაციების მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics