14:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:39:17, 761 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: საბერძნეთის კრიზისი ჩვენთვის სოციალური თვალსაზრისით უფრო მტკივნეულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის სოციალური თვალსაზრისით უფრო „მტკივნეულია“, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების კუთხით.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირობითად, გადმორიცხვების თვალსაზრისით, 100 მილიონი დოლარის დანაკლისი ქართული ეკონომიკისთვის არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ, სამწუხაროდ სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას, ვინაიდან, უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი არის საბერძნეთიდან გზავნილი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვის პირველ ეტაპზე, სოციალური თვალსაზრისით გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების კუთხით. რა თქმა უნდა ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო. თუმცა, იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება, ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა გავლენა ექნება, როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე. დავაკვირდებით მოვლენების განვითრებას“, - აღნიშნა ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics