03:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 11:13:53, 2848 ნახვა

სპორტი
"ქართველი გმირები" - რუსული პრესა ჯანოს ინციდენტს ეხმაურება და კანკავას იხსენებს

რუსული გამოცემა "Sports.ru" საქართველო - შვეიცარიის შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც ჯანო ანანიძემ ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

შაბათს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას ეთამაშებოდა. მატჩი შესაძლოა პირველივე ტაიმში შეწყვეტილიყო. 25-ე წუთზე სტუმართა მცველი ფაბიან შერი ჯემალ ტაბიძეს შეეჯახა, შემდეგ მინდორზე დაეცა და გონება დაკარგა.
შვეიცარელი ენას ყლაპავდა და რომ არა ჯანო ანანიძე, გულშემატკივრები საზარელ ეპიზოდს იხილავდნენ. ქართველი ოპერატიულად დაეხმარა მოწინააღმდეგეს. ანანიძემ შერს პირი გაუხსნა, რითაც სასუნთქი გზები გაუნთავისუფლა. მოგვიანებით ფაბიანს ექიმებმაც უშველეს.

თვალების გახელის შემდეგ, "მესაათეების" მცველმა განაცხადა, რომ მას არაფერი ახსოვდა. შერმა ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ შეხვედრის ჩამთავრება მან მოახერხა. "ჯანოს მადლობა უკვე გადავუხადეთ, მან ყველაფერი სწორად გააკეთა. ანანიძე რომ არა, შერი გაიგუდებოდა."

შვეიცარიის ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელი ქართველი მეტოქისთვის იგივეს გააკეთებდა. განმეორებითი მატჩისას, ქართველებს კიდევ ერთხელ მოვუხდით მადლობას." - განაცხადეს "წითლების" წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ჯანო არ არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქეს მოედანზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ჯაბა კანკავამ 2014 წელს "დნეპრი" - "დინამოს" მატჩზე ოლეგ გუსევი გადაარჩინა.

უკრაინელი მოთამაშე შერის მსგავსად, შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა და რომ არა "ჯვაროსნების" კაპიტანი - ეპიზოდი ფატალურად დასრულდებოდა. გუსევის მოსულიერება ექიმებმა შეძლეს, რის შემდეგაც უკრაინულმა კლუბმა და უშუალოდ ოლეგმა სამადლობელი სიტყვები კანკავას მიმართ არ დაიშურეს.
 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics