21:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:44:19, 447 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის საკითხებზე გამართული სასწავლო კურსი გაიარეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ექვსმა თანამშრომელმა და საქართველოს პროკურატურის ოთხმა პროკურორმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა (RSO) და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი), საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA) ტრეფიკინგის საკითხებზე გამართულ ორკვირიან სპეციალიზებულ სასწავლო კურსში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების ზრდას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას მოწვეული ექსპერტი პოლ ჰოლმსი უძღვებოდა.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხები, ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიკაცია, მსხვერპლთან თანამშრომლობა, დანაშაულის პრევენცია, პროაქტიული გამოძიების ჩატარება, მსხვერპლთა დაცვა, დაკითხვის ჩატარების ტექნიკა, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები, რისკის შეფასება, მართვა და ანალიზი, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდები და სტანდარტი, ტრეფიკინგის საქმეებზე ფინანსური გამოძიების წარმოება, სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის.

სწავლების მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო პრაქტიკულ მაგალითებს და მოხდა გამოცდილების გაზიარება.

სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართალდამცავებმა საქართველოდან, ყაზახეთიდან და სერბეთიდან. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics