10:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 11:33:24, 889 ნახვა

სამხედრო
თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „ჯაველინებია“ გამოფენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი". მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, "ჩინგორი", "დიდგორი", "ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, "ჰამერი", RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.

გარდა ამისა, ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში" (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics