14:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 12:52:06, 736 ნახვა

სამართალი
ალგეთის თემში მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღებაში ამხილეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოს-და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics