2015-05-09 14:30:58, 389 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.
„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი, ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე. ცოტა დარჩნენ ძალიან, ბევრი დაღუპულია და მათ სულებს პატივი მივაგეთ ბატონმა პრემიერმა და მთავრობის და პარლამენტის წევრებმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან