12:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 15:23:37, 731 ნახვა

ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის გეგმა ლარის კურსზე სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს

„მთავრობის კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა ლარის კურსზე სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც  „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მთავრობას სწორი სტრატეგია აქვს, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, ლარის კურსს სწრაფად ვერ დაასტაბილურებს. 

ივანიშვილის შეფასებით, მთავრობის გუნდი  ეფექტურად მუშაობს. 

„როდესაც პრემიერის შეფასების სურვილი გაქვთ უნდა შევაფასოთ არა ღარიბაშვილი, არამედ მთლიანად მთავრობის მოღვაწეობა.  გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს, დღეს ჩვენს გვყავს აბსოლუტურად გამჭირვალე და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ის გეგმაც რაც დაასახელა მთავრობამ  ჩვენი შესაძლებლობიდანაა გამომდინარე და ეს ქმედებები რაც დაგეგმილია, პრივატიზაციის და ა.შ  სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს ლარის კურსზე, მაგრამ მცდელობები რაც აქვთ კიდევ ერთხელ გადასინჯეს. სტრატეგია მთავრობას ისედაც სწორი ჰქონდა. მხოლოდ დილეტანტები საუბრობენ  რომ სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს - როგორც ამბობენ ოპონენტები რომ სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს ტურიზმი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics