14:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 17:16:38, 605 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა შატილში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შატილში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს.

უწყების ინფორმაციით, მაშველები შატილში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გუშინ საღამოდან ახორციელებდნენ.

„21 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შატილში, ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წასულ ახალგაზრდას ხე დაეცა და კლდიდან დაგორდა. მას მენჯ-ბარძაყის და წვივის არეში მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებული კლდიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს.

განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა თბილისიდან. მათ დაზარალებულისთვის შატილში ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები წაიღეს. უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ვერტმფრენით გადაფრენა, რის გამოც, მაშველებს თოვლში, დახლოებით 50 კილომეტრი ფეხით მოუწიათ სიარული. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, დღეს შესაძლებელი გახდა სამაშველო სამუშაოს განახლება და მაშველებმა დაზარალებული თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics