12:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:13:06, 710 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა. 

ოთხდღიანი მედიატურისას მონაწილეები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და  მთიანი აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. მოინახულეს მტირალას ერონული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, კურორტი გოდერძი და მწვანე ტბა. ბლოგერებმა აჭარაში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა კერძების მომზადების მასტერკლასებში.

ივნისის ბოლომდე ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველებს გაუზიარებენ. სოციალურ ქსელებში მათი მიმდევრების რაოდენობა 15 000 -დან 129 000-მდე მერყეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებსა და ბლოგერებს რეგიონში 16 ქვეყნიდან იწვევს. აჭარას ამ ეტაპზე უკვე სტუმრობდა 80-მდე ჟურნალისტი. კვირის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანელი ჟურნალისტების პრესტურსაც გაუწევს ორგანიზებას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics