23:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 15:56:08, 644 ნახვა

რეგიონი
Apsny: აფხაზეთში „უვიზოდ“ შესვლას, იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ფსოუს ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა "ვიზის" გარეშე რუსეთის და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, ვინც ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა, - ამის შესახებ Apsny იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღეს. კერძოდ კი, ე.წ. საზღვარზე ტურისტების რიგების თავიდან ასაცილებლად. 

როგორც Apsny წერს, "უვიზო" რეჟიმი მხოლოდ 2 კვირით დარჩენის მსურველებზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ თუ ტურისტებს ოკუპირებული რეგიონის დასავლეთ ნაწილში მოუნდებათ მოგზაურობა, მათთვის ე.წ. ვიზების აღება "სასაზღვრო-გამშვებ" პუნქტზე სავალდებულო იქნება, თუმცა გამარტივებული წესით.

"უვიზოდ შემოვლენ ისინი ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ასევე ყაზეხეთის და ბელარუსის მოსახლეობაც", - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კან ტანიამ.  

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლაშა ავიძბას განცხადებით, ასეთი დოკუმენტის გაფორმებას, 2-3 წუთი დასჭირდება. მისი ვარაუდით, ე.წ. ვიზის აღება დაახლოებით 7-8 ათასამდე ადამიანს დასჭირდება.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თვიანი ტურისტული ვიზის საფასური - 350 რუბლს შეადგენს, 6 თვემდე - 700 რუბლs, ხოლო ტურისტული ვიზა ჯგუფზე - 350 რუბლი ეღირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics