22:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 19:04:36, 915 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის დელეგაცია ყაზახეთში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს

აჭარის ა.რ მთავრობის დელეგაცია ყაზახეთის რეპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს.

დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ყაზახეთის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ყაზახეთის ეროვნული პალატისა და საგარეო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის.

ყაზახეთის ეროვნულ პალატაში გამართულ შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტს უკავშირდება.

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მზად არის უმასპინძლოს ყაზახ ბიზნესმენებს და საინფორმაციო ტურის ფარგლებში ადგილზე გააცნოს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემო.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics