02:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 13:45:13, 681 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე კურორტ ბეშუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად კურორტ ბეშუმში მიმდინარე გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარებისთვის  2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 

მათივე ცნობით, დაგეგმილია ასევე კურორტისათვის  ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ „ბეშუმის" არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა.

კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B"-სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა.

სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია. დასრულების სტადიაშია ასევე საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.

რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი.

მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე მდებარეობს.

კურორტი მდიდარია წიწვიანი ტყეებით და სასარგებლოა სასუნთქ ორგანოთა სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics