21:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 15:35:51, 460 ნახვა

საზოგადოება
გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო

გამწვანების  საგაზაფხულო სამუშაოები დღეს თბილისის დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო.  პარკის ტერიტორიაზე  300 ძირი ნუშის ნერგი თბილისის მერმა, მერის მოდგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა დარგეს. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და შემდგომი ორი თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება.  "საზოგადოების ფართო ჩართულობით გაზაფხულის სეზონზე პარკის და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ათასი ნერგი დაირგვება, რაშიც ამინდებიც გვიწყობს ხელს" - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის  ბიძინა გიორგობიანის თქმით, დენდროლოგიური პარკის აღნიშნულ ტერიტორიაზე ნუშის ბაღი გაშენდება, სადაც მომდევნო კვირის განმავლობაში  სულ 5 500-მე ძირი  ტკბილი ნუში დაირგვება. მისივე თქმით, სულ პარკის და გარე მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ჯიშის  50 000-მდე ძირი ხე დაირგვება. 

 დენდროლოგიურ პარკში უკვე შემოღობილია დაახლოებით, 23 ჰექტარი  მიწის ნაკვეთი, ამოღებულია ორმოები და  ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის.  ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა, სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  ხორციელდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics