12:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 13:34:13, 581 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსება უახლოეს მომავალში არ იგეგმება

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს ძვირადღირებული სერვისია და ჯანდაცვის სფეროში გამოყოფილი ფინანსური რესურსი პრიორიტეტების მიხედვით უნდა იყოს გამოყენებული.

„სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით ყველაფერი ვერ იქნება დაფინანსებული. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სერვისი, ამიტომ, ვფიქრობ პრიორიტეტების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ ის ფინანსური რესურსი, რაც ჯანდაცვისთვის არც თუ ისე მცირეა გამოყოფილი, ეს არის ბიუჯეტის თითქმის 30%. უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსების შესახებ დაპირება არ ყოფილა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობა დაფინანსდება მაშინ, როდესაც ამის საშუალება იქნება.

„უშვილო წყვილების დაფინანსება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვაში უფრო მეტად - უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობს, თუმცა, გადაწყვეტილებების მიღება ხდება მიმდინარე მწვავე ოპერატიული პრობლემების გადაჭრის გზით. რაც შეეხება პერსპექტივებს, ვნახოთ, როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება, ვფიქრობ, ეს განხორციელდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics