14:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 11:43:32, 639 ნახვა

სამხედრო
საქართველოს აშშ-ის ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია სასწავლო პროგრამით ესტუმრა.

ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. შეხვედრას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები იყო. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებს და მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics