09:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:35:47, 1148 ნახვა

მსოფლიო
კანადაში ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

კანადაში, კერძოდ კი ალბერტას პროვინციაში მდებარე ქალაქ ფორტ მაკ-მარეიდან ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მოსახლეობას 80 ათასი ადამიანი შეადგენს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქალაქის დატოვების მითითება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფორტ მაკ-მარეიში ხანძრის გამო რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აფეთქდა.

როგორც ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, ქალაქში რამდენიმე შენობა დაიწვა. მოსახლეობის ევაკუაცია გართულებულია იმით, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთადერთი ავტომაგისტრალის გარშემო ხანძარი მძვინვარებს.

მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ძლიერი ქარის გამო ძალიან სწრაფად გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დამწვარი ტერიტორიის ფართობი 3 ათას ჰექტარს აღწევს. 

ცნობისთვის, ქალაქი ფორტ მაკ-მაკეი ნავთობის უმსხვილესი საბადოების მახლობლად მდებარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics