09:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 10:35:27, 823 ნახვა

სამართალი
მოქალაქე თავს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლად ასაღებდა და მეწარმეებს ფულს სძალავდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად  გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის  ფაქტზე  ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა მალხაზ გამცემლიძემ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში  მფლობელებს საკუთარი თავი არაერთხელ წარუდგინა,  როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც მოტყუებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არშედგენისა და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ, გამოართვა მეწარმე სუბიექტებს სხვადასხვა ოდენობის თანხა.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics