18:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-22 17:05:40, 760 ნახვა

პოლიტიკა
BBC: ძალადობრივი დარბევების შემდეგ, ირანში სტუდენტებმა აქციების ახალი ტალღა დაიწყეს

ირანში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო - ძალადობრივი დარბევების შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამართეს.

BBC წერს, რომ ირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გამართეს, რაც მსგავსი მასშტაბის პირველი გამოსვლებია გასულ თვეში ხელისუფლების მიერ აქციების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ.

BBC-მ მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მართავენ დემონსტრაციას სტუდენტები შირიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში, თეირანში, შაბათს. მოგვიანებით, სტუდენტებსა და ირანის რეჟიმის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაც იყო.

BBC წერს, რომ თეირანის კიდევ ერთ უნივერსიტეტში გაიმართა მჯდომარე აქცია, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - საპროტესტო გამოსვლა. სტუდენტები პატივს მიაგებდნენ იანვარში მასობრივი პროტესტის დროს დაღუპული ათასობით ადამიანის ხსოვნას.

ამ ეტაპზე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე დემონსტრაციების დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics