23:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 10:56:57, 477 ნახვა

საზოგადოება
მედია: ინდოეთმა კონტრაბანდის ბრალდებით 3 ტანკერი დააკავა, რომლებიც ირანთანაა დაკავშირებული

ინდოეთის სანაპირო დაცვის მიხედვით, კონტრაბანდის ბრალდებით არაბეთის ზღვაში სამი ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს. ამავდროულად, ირანული მედია და ტანკერების მონიტორინგის სერვისი, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული ხომალდები ირანთან არის დაკავშირებული. 

ინდოეთის სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, ნავთობის გადაზიდვის უკანონო საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში "თვალთვალისა და კანონზომიერებების ინფორმაციის ანალიზის" შემდეგ ქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 100 საზღვაო მილის დაშორებით 3 ხომალდი დააკავეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებს კონფლიქტური რეგიონებიდან იაფი ნავთობი გადაჰქონდათ და სანაპირო სახელმწიფოებში განბაჟებას თავს არიდებდნენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული შემოწმებისა და დაკითხვის შემდეგ სანაპირო დაცვამ ქსელის მეთოდები და "გლობალურ ქსელთან" კავშირი გამოავლინა. 

ინდური მხარის განცხადებაში ირანი ან სანქციების დარღვევა ნახსენები არ არის. 

თუმცა, ტანკერების მონიტორინგის ფირმა, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული სამი ხომალდებია AL JAFZIA, ASHPALT STAR და STELLAR RUBY, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. ფირმის მიხედვით, STELLAR RUBY ირანის დროშის ქვეშ დაცურავდა.

ამასთან, ირანული მედია ასევე წერს, რომ დაკავებული სამი ტანკერი ირანთან არის დაკავშირებული და 2025 წლის შემდეგ აშშ-ს მიერ არის სანქცირებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics