16:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 14:34:26, 496 ნახვა

პოლიტიკა
Washington Post: ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას დაახლოებით 75 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას დაახლოებით 75 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ვენესუელისა და კუბის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებია, გარდა ამისა, სამხედრო ოპერაციის დროს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპა.

„ვაშინგტონ პოსტის“-ის ინფორმაციით, ნიკოლას მადუროს რეზიდენციაზე შეტევის დროს შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. მათი ნაწილი ტეხასის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

პენტაგონში მოგვიანებით განაცხადეს, რომ დაჭრილი ჯარისკაცებიდან ხუთი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ორი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია.

ცნობისთვის, 3 იანვრის ღამეს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის „დელტა ფორსმა“ ვენესუელაში ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. ისინი ნიუ იორკში გადაიყვანეს, სადაც მათი სასამართლო პროცესი დაიწყო.

ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას იქამდე მართავს, ვიდრე ხელისუფლების „დამოუკიდებელი გადაცემა“ არ იქნება უზრუნველყოფილი.

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს ქვეყნის რესურსებზე „სრული წვდომა“ მიანიჭოს, უარის შემთხვევაში კი „ძალიან მაღალი ფასით“ დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics