17:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 15:45:31, 12105 ნახვა

პოლიტიკა
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ლემონჯავა ამბობს, რომ საქართველოში მაღალი ფასების მიზეზი სულელური საგადასახადო პოლიტიკაა.

"ირაკლი კობახიძე ემუქრება სუპერმარკეტების ქსელებს, სადისტრიბუციო კომპანიებს - ზოგადად, ემუქრება ბიზნესს. რა თქმა უნდა, საქართველოში ფასები მაღალია, ოღონდ ამის მიზეზი არის სულელური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და ასევე, ეკონომიკური რეგრესი. მაგალითად: აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი, ექსპორტის გადასახადი - საქართველოში ბევრი გიჟური გადასახადი არსებობს, რაც პროდუქტს აძვირებს და ზოგადად, ეს საგადასახადო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქტი იაფი იყოს. სინამდვილეში, პრობლემა ამაშია". - თქვა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები განაპირობებს. მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო უწყებების ჩართვა და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics