|
2025-11-06 10:44:37, 600 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმენებიმარკო რუბიოსგან ოცნების ანტიამერიკულ ისტერიკაზე საპასუხო ზომებს ითხოვენ
აშშ-ს მოწინავე კონგრესმენები რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პარტიებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოს, მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დაიცვას აშშ-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც ბოლო "ანტიამერიკული ქმედებების" ფარგლებში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები უსამართლოდ იღებენ მიზანში. წერილის ტექსტს Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. "საქართველოს ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, არაერთხელ გამოთქვა სურვილი აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მათი მუდმივი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს მიანიშნებს." - ვკითხულობთ რუბიოსადმი მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯონ კურტისი, ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე სენატის კომისიის წევრი შელდონ უაიტჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი. მათივე თქმით, აშშ-ის მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე და მათი დაცვა აშშ-ის ვალდებულებაა. "თუ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენს პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ აშშ-ის პოლიტიკა დანარჩენ მსოფლიოში. მოგიწოდებთ, რომ დაგმოთ ეს თავდასხმები" | ვკითხულობთ მიმართვაში. დოკუმენტში საუბარია მამუკა მდინარაძის ანტიამერიკულ განცხადებებზეც: "პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით. ეს სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების ანაზღაურება... "ოცნება" არ ამჟღავნებს სერიოზულ განზრახვას, რომ გააუმჯობესოს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები" | წერია დოკუმენტში. მიმართვას ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი შელდონ ვაითჰაუსი, სენატორი ჯონ კურტისი, ჯო უილსონი და სტივ კოენი. რადიოთავისუფლებამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)