10:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-23 18:46:13, 778 ნახვა

პოლიტიკა
Reuters: ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს

Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეაჩერეს საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - როსნეფთსა და ლუკოილს.

წყაროების თანახმად, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec-ი, CNOOC-ი და Zhenhua Oil-ი სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო უახლოეს მომავალში თავს შეიკავებენ საზღვაო გზით რუსული ნავთობით ვაჭრობისგან.

Reuters წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ინდოეთის, საზღვაო გზით რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მოსკოვიდან ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ, რათა შესაბამისობაში იყვნენ აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებთან.

Reuters აღნიშნავს, რომ ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონი ბარელი რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს, თუმცა მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, ამ მოცემულობის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებელი გადამამუმშავებელი კომპანიები ყიდულობენ, მათ შორის, მცირე ზომის ოპერატორები.

ამასთან, Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ Unipec-მა, რომელიც Sinopec-ის შვილობილი კომპანიაა უკვე შეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც როსნეფტსა და ლუკოილს დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა სანქციები.

ექსპერტების შეფასებით, დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, სავარაუდოდ, შესყიდვებს სანქციების ზემოქმედების შესაფასებლად შეაჩერებენ, თუმცა რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელებას მაინც შეეცდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics