20:49 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 10:21:02, 712 ნახვა

სამართალი
აქტივისტი ნანა სანდერი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის  4 ოქტომბერს,  თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს. 

სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი.

ნანა სანდერსა და აქტივისტებს შორის 4 ოქტომბრის შემდეგ აქტიური პოლემიკა მიმდინარეობდა. სანდერსის მიმართ ნანუკა ჟორჟოლიანმა წამოჭრა კითხვა - სად წავიდა მის მიერ შეგროვებული ფული და დაიხარჯა თუ არა ის მიზნობრივად. სანდერსმა კითხვას ვრცელი პოსტებითა და სქრინებით უპასუხა. მან კატეგორიულად უარყო თანხის არმიზნობრივი ხარჯვა. 

ვრცელ პოსტებში ის 4 ოქტომბრის აქციის წინასაორგანიზაციო დეტალებზე საუბრობდა, რისგან თავშეკავებასაც მას კომენტატორთა ნაწილი ურჩევდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics