16:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 17:00:15, 796 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ დასავლური იარაღი გაანადგუროს, სრული აბსურდი და არაადეკვატურობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის ფედერაცია სრულ არაადეკვატურობას ავლენს, როდესაც აჟღერებს მოთხოვნას დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა სახის იარაღის განადგურების შესახებ.

„რუსი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღე ახალ აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ. სრული არაადეკვატურობა. მოსკოვი სრულ უგულებელყოფას იჩენს შეერთებული შტატების მიერ ომის დასრულების მცდელობების მიმართ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს კომენტარს, რომლის თქმითაც, უკრაინამ დასავლეთის მიერ გადაცემული ყველა სახის იარაღი უნდა გაანადგუროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics